Tuesday, March 14, 2017

ტრენინგის ბოლო დღე  საკმაოდ  საინტერესო და  საქმიანი  გამოდგა!!!  google. ფორმის მიხედვით შევადგინეთ კითხვარები მოსწავლეთა ფასილიტაციის მიზნით.    წარმოვადგინეთ სლაიდ შოუ, შევისწავლეთ კითხვარების  შედგენა,   ყველა პრეზენტაცია  საკმაოდ  საინტერესო და გასათვალისწინებელი იყო!!!    უღრმესი  მადლობა  ასეთი შინაარსიანი  ტრენინგისთვის  და განსაკუთრებით  ჩვენს ტრენერს   ქალბატონ მანანა კვინიკაძეს, !!!  ამ ტრენინგმა მომცა  მოტივაცია   შემდგომი  უფრო ნაყოფიერი  მუშაობისთვის!!!  

Sunday, March 12, 2017

 დღეს ჩვენ პროექტის გეგმაში ჩავსვით პროცედურების საკითხები. შევავსეთ პროექტის გეგმის სხვა გრაფები. ვისწავლეთ თუ როგორ ხდება ალაგ-ალაგ მონიშვნა და მერე ჩასმა საჭირო ადგილას. შევქმენით ახალი საქაღალდე  -პროექტები. დავდეთ გამზადებული მისამართები ბლოგზე. ჩავიწერეთ ახალი ციფრული რესურსის მისამართი-ict.tpdc.ge ბლოგზე.ჩვენს მიერ  შეგროვებული მასალები მოვათავსეთ  შესაბამის საქაღალდეებში.

Saturday, March 11, 2017

დავასრულეთ პროცედურებზე მუშაობა. გავეცანით მე-6 მოდულის დიფერენცირების კითხვარს. ვისწავლეთ ნაშრომების გაზიარება, კომენტარების გაკეთება სხვის ნაშრომებზე. ვიმუშავეთ გარგნერის თეორიის შესახებ პრეზენტაციას. 

Sunday, March 5, 2017

გავეცანით შეფასების რუბრიკას, მოდული 5 მოსწავლეთა პრეზენტაციის  შეფასება .
პორთფოლიოს შეფასების რუბრიკას,რომელიც დაგვეხმარება პროცედურების კარგად  ჩამოყალიბებაში.გავეცანით განმავითარებელი თვითშეფასების დოკუმენტს, 
შეფასების დაგეგმვის ცხრილს, შეფასების გეგმის ჩეკლისტს,ჩამოვაყალიბეთ შეფასების ინდიკატორები.გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა ჩვენი პრეზენტაციისთვის.

Saturday, March 4, 2017

ვისწავლე უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესები,  ერთმანეთის  ბლოგებზე  გავაკეთეთ  უკუკავშირი ,  3  მოდულში გავეცანით  საავტორო  უფლებებს,საიტების მისამართები  დავაკოპირეთ  და  ჩავსვით  ტექსტურ ფაილში, ვისწავლეთ  , გავიხსენეთ  სურათების  გადმოწერა  და ჩასმა .  გავაკეთეთ  მოსწავლის ნაცვლად  ნაშრომი.პრეზენტაციის ფორმა     სლაიდების  სახით.